ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდა
17 თებერვალი, 2019, 19:28
ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდა

თბილისი (GBC) - ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანია აბასთუმანში სასტუმროს ააშენებს.

კომპანიამ „სანაპიროს ხედი“ კურორტზე უძრავი ქონება 3.54 მლნ ლარად შეიძინა.

სამი მიწის ნაკვეთი (23 585 კვ.მ) და შენობები ფალიაშვილის ქუჩა N40-სა და მის მიმდებარედ არის განთავსებული.

პირობის მიხედვით, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მოხდეს არსებული შენობების დემონტაჟი, მიწის ნაკვეთების დეზინფექცია და კულტივაცია.

ამის შემდეგ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. აშენდება სასტუმრო  (რომელიც უნდა  მოიცავდეს 1 (ერთი) ერთეულ სასტუმრო დანიშნულების შენობას) ან არაუმეტეს 2 (ორი) ერთეული საცხოვრებელი სახლი. ამავდროულად, საპრივატიზებო ქონებაზე შესაქმნელი შენობა/შენობები არ უნდა მოიცავდეს მრავალბინიან სახლს.

კომპანია „სანაპიროს ხედის“  მფლობელია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“, რომელიც ქართველ მილიარდელთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელებს შორის გვხვდება.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის განვითარებით გასულ წელს დაინტერესდა. დაანონსდა, რომ  საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, აბასთუმანში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.

ფონდის ცნობით, 30 მილიონიანი პროექტი 140 ნომრიან სასტუმროს აშენებას გულისხმობს.

ივანიშვილის ინიციატივით,  განახლებულ აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები ივლის. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აბასთუმნის მოსახლეობისთვის ელექტრომობილების დარიგებას და ახალი ავტოსადგომის აშენებას განიხილავს.

იდეას  განხორციელების შემთხვევაში  აბასთუმანის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქი გახდება.

ივანიშვილის საქველმოქმედოფონდი ქართუაბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებს.  

პარალელურად, კურორტზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები