ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლექვინაძე: მიზანი უნდა იყოს, რომ აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზიანოს თიბისი
15 თებერვალი, 2019, 12:00
ლექვინაძე:  მიზანი უნდა იყოს, რომ აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზიანოს თიბისი

თბილისი (GBC) –  ბიზნესომბუდსმენი თიბისის საქმესთან აფილირებულ ყველა მხარეს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა გაჩენილმა კითხვებმა ბანკი არ დააზარალოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი და თიბისიც აფიქსირებს, რომ აღნიშნული ვითარება არ იმოქმედებს ბანკის საქმიანობაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი შეიცვალა. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ - აუცილებელია პროცესის ყველა მხარის მოქმედების მიზანი იყოს, რომ აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზიანოს თიბისის იმიჯი და განვითარება“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ეროვნული ბანკის მოთხოვნაზე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გაწვევის შესახებ საუბრისას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ კი ირაკლი ლექვინაძე პასუხს საგამოძიებო უწყებების მხრიდან ელოდება.

„რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას - იმისთვის, რომ პროცესის გარშემო არ არსებობდეს ბუნდოვანება მამუკა ხაზარაძის განცხადებას მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ გამოძიებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები