| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული წარმოების ჯავშანმანქანებს
კიდევ ერთი დიდგორის მოდიფიკაცია
შეემატა, რომლისთვისაც ინოვაციური მოდულიც დამზადდა.
სსსტც დელტას ცნობით,
ამჯერად ცენტრის მიერ დამზადდა დიდგორი მეომარის
1200 მილიმეტრიანი მობილური ნაღმმტყორცნის მოდული, რომელიც პასუხობს დღევანდელ საიარაღო
ბაზრის მზარდ საჭიროებას.
თავდაცვითი მრეწველობის ბაზარზე ნაღმმტყორცნების მწარმოებელ
ქვეყნებს შორისაა საქართველოც. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“
მიერ 60, 82 და 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნები სერიულად იწარმოება და საერთაშორისო
ბაზარზე ექსპორტზეც გადის.
ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი
მობილური ნაღმმტყორცნის მასებისთვის წარდგენაც პირველად საერთაშორისო სამხედრო გამოფენა
IDEX 2019 ზე გაიმართება.
„დელტა“ ამ გამოფენაზე
ასევე წარადგენს ქართული წარმოების შეიარაღების
სხვა ნიმუშებს, რომელთა შორისაა სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი,
მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური
23 მმ საცეცხლე მოდულით, დიდგორი მეომარი, სნაიპერული შაშხანა AMR MOD 2, 60 მმ ბიკალიბრული
უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, და ინდივიდუალური
დაცვის სისტემები.
აღსანიშნავია, რომ IDEX-2019 (International Defence Exibition and
Conference) არის ერთადერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
სამ სერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია
MENA-ს რეგიონში (Middle East and North Africa- ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის
რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის
დემონსტრირებას ახდენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss