| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Ladurée უკვე თბილისშია - ახალმა ფრანგულმა რესტორანმა ბინა ირ. აბაშიძის ქუჩა #21ა-ში დაიდო და ქართველ მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს ფრანგული გემო Ladurée -ს რესტორანში.
მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად Ladurée -ში წარმოდგენილი იქნება ფრანგული სამზარეულო. ქართველ კულინარებთან ერთად იმუშვებს საერთაშორისო კულინარიული გუნდი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
Ladurée არის ფრანგული საცხობი და ტკბილეულის მწარმოებელი სახლი, რომელიც ყოველდღიურად 15,000 მაკარონს ყიდის. Ladurée-ში კერძები მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და ნატურალური პროდუქტებით იქმნება.
ყველაფერი 1862 წელს დაიწყო, როდესაც ლუი ერნესტ ლადუღემ პარიზში დააარსა საცხობი. ლუი ერნესტ ლადუღეს მეუღლეს, ჟან სუშაღდს, ჰქონდა სტილების შერევის, პარიზული კაფისა და საკონდიტრო მაღაზიის შერწყმის იდეა, რამაც შექმნა პირველი ჩაის სალონი ქალაქში.
Ladurée უკვე მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss