ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა Exxon Mobil -ს ფოლადის მილებს მიწვდის
13 თებერვალი, 2019, 10:33
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა Exxon Mobil -ს ფოლადის მილებს მიწვდის

თბილისი (GBC) - რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ს უდიდეს ნავთობ კომპანიასთან Exxon Mobil-თან მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

 ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო. აშშ-ს მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, „რუსთავის ფოლადი“   ამ ქვეყანაში ექსპორტს აგრძელებს.

გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახანს კომპანიამ მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამოდენიმე წელია მილებს ყიდის ევროკავშირის და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე.

ფოლადის უნაკერო მილი ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ინდუსტრიული პროდუქტია, რაც კი საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტზე გაუტანია.

 წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის არსებულ კლიენტებს დაემატება სამხრეთ კორეისა და ინდოეთის მომხმარებლები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები