| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC ) - „მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, - ამის შესახებ 1tv.ge ს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა.
ბაჩიაშვილის თქმით, პროექტის 75 პროცენტი უკვე განხორციელებულია.
„უკვე გაყვანილია 7 კილომეტრი და 800 მეტრი სიგრძის გვირაბი, დარჩენილია 2 კილომეტრი. თითქმის სრულად აშენებულია სათავე ნაგებობა და შენობები. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას 2020 წლის შუა პერიოდში შევძლებთ“, – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.
„თანაინვესტირების ფონდმა“ „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს წარადგინა. პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 131 მლნ აშშ დოლარია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება.
„მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 251.5 მლნ კვტ.სთ.
ჰესის გახსნა წელს იგეგმებოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss