| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ცვლილებების დროა! - ილიაურნის ბიზნესსკოლის ექს- დეკანი ახალ პოსტს დებს და აცხადებს, რომ ცვლილებები "ჩვენი ეზოდან" უნდა დაიწყოს.
"ყოველ წელს 40 ათასი აბიტურიენტი გადის ეროვნულ გამოცდებზე. აქედან 27 ათასი აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში, მათგან 70% სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
4 წლის თავზე ამ ახალგაზრდების აბსოლუტურ უმეტესობას ისე ენიჭება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაცია, რომ არც მათი უნარები და არც მათი ცოდნა ახლოსაც არ არის იმ გამოწვევებთან, რასაც თანამედროვე მსოფლიო ითხოვს.
ეს ყველაფერი გრძელდება უკვე მრავალი წელია და ის ადამიანები ვინც ამაზე პირდაპირ არიან პასუხისგებელნი, ვინც ამაში ამავე სტუდენტებისგან გადახდილი ფულით იღებს ხელფასს, ვისაც მენეჯმენტი სალანძღავი სიტყვა გონია, მე მეუბნება როგორ გაბედე პრობლემეზე საუბარი, როგორ გაბედე ჩვენი კომფორტის დარღვევაო.
არ გამოვა ეგრე მეგობრებო, ნამდვილი ცვლილებები ჩვენი ეზოდან იწყება და როგორც ცნობილი ამერიკული სლოგანი გვეუბნება, ცვლილებების დროა!", - წერს გიორგი ქადაგიძე.
როგორც იცით, გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესსკოლის დეკანის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss