ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლექვინაძე:  ეტიკეტირების  ახალი  რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს
5 თებერვალი, 2019, 12:16
ლექვინაძე:  ეტიკეტირების  ახალი  რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს

თბილისი (GBC) -  ეტიკეტირების  ახალი  რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს, - მიიჩნევს ბიზნესომბუდსმენი, რომელიც   დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ოგრანიზებით  მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგებსა და რეგლამენტით გამოწვეული პრობლემის  გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცის წევრი კომპანიები,  მწარმოებლები   „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ და „ლომისი“  „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ითხოვენ ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა კომპანიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით ბიზნესომბუდსმენის ოფისს მომართეს. აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას მათი ინტერესების დასაცავად და შესაბამისი დასკვნა უკვე გაეგზავნა საქართველოს მთავრობას.

„2019 წლის ეტიკეტებში, რომელიც  მწარმოებლების მიერ 2018 წელსვე დიდი რაოდენობით იქნა დაბეჭდილი, ვერ მოხდა ახალი ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული ცვლილებების გათვალისწინება, რამაც  კომპანიები დააყენა შესაძლო ზარალის საფრთხის  წინაშე.  თუ მათ არ მიეცემათ უკვე დაბეჭდილი ეტიკეტების გამოყენების საშუალება, მაშინ უნდა მოხდეს მათი ჩამოწერა, რაც დიდად დააზარალებს თითოეულ მწარმოებელს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე შინაარსობრივი საკითხი ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს უფრო მკაფიო განმარტებებს და სტანდატრტიზაციას.  იმისათვის, რომ ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა კომპანიები არ დააზარალოს, მისი ამოქმედება გონივრული პერიოდით უნდა  გადავადდეს და სურსათის ეტიკეტირების შესახებ  ახალი  რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს. პროცესში ჩართული ყველა მხარე ღიაა კონსულტაციებისათვის და ვაგრძელებთ საკითხზე აქტიურად მუშაობას”. - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნით და ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  ვადა  6 თვით გადაწია და დღევანდელი  მდგომარეობით ახალი რეგლამენტი ძალაში 2019 წლის 1მარტიდან შედის. თუმცა, 2018 წლის 31ოქტომბრის N519 დადგენილების საფუძველზე ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში დამატებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბერს ამოქმედდა და რომლის თანახმადაც ისევ შეიცვალა პროდუქტის ეტიკეტირების რიგი წესები. მათ შორის, აღნიშნული ცვლილებით სავალდებულო გახდა საქონლის დამზადების თარიღის მითითება (დადგენილების პირვანდელი ვერსია აღნიშნულს არ ითვალისწინებდა), რამაც ახალი გარემოებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ახალი ცვლილებების წინაშე დააყენა ბიზნესსექტორი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები