| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს უნდა მივცეთ საშუალება ჰქონდეს მეტი დიცერსიფიცირებული სტრატეგიული ბაზარი, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის მთავარი საზრუნავი ტურისტების სხვადასხვა ქვეყნიდან მოზიდვაა.
მარიამ ქვრივიშვილი საქმიანობას დღეიდან შეუდგა და ძირითადი მიზნები დაასახელა - ახალი ტურისტული პროდუტები, ახალი ინფრასტრუქტურა და მეტი მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვა.
„გამოწვევები ბევრია, იქიდან გამომდინარე, რომ დასახული მიზნები საკმაოდ ამბიციურია. მაგრამ, მთავარია, რომ ეს არის დაყრდნობილი ეროვნულ პრინციპეზე. მნიშვნელოვანია მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით ერთად განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა ვაწარმოოთ მოლაპარაკეები ახალ და არსებულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის რომ გაიხსნას მეტი პირდაპირი რეისები, რათა შევძლოთ ქვეყანში შემოვიყვანოთ მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი“, - განაცხადა ახალმა ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ქვრივიშვილი კომპანია "ვოიაჟერის" გენერალური დირექტორი იყო. წინა მთავრობის პერიოდში მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss