ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ე.წ. რიყის დოქებს შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს
3 თებერვალი, 2019, 14:05
ე.წ. რიყის დოქებს შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს

თბილისი (GBC) - ავლაბარში, ევროპის მოედანზე მდებარე ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი კომპანიის საკუთრებაში გადავა ნაგებობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაინტერესებული მხარეები თავიანთ ხედვებს წარადგენენ.

„არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინდადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, - განაცხადა კალაძემ. 

„რიყის დოქები“ ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ნაგებობის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაიხარჯა, 2012 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომე უფუნქციოდ არის დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა უფუნქციოა, “რიყის დოქები” 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები