ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ცაგურია შემოვლით რკინიგზაზე: ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო, გვეუბნებიან...
3 თებერვალი, 2019, 13:59
ცაგურია შემოვლით რკინიგზაზე: ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო, გვეუბნებიან...

თბილისი (GBC) – საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე თბილისის ექს-მერის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს, ამბობს, რომ  წინა ხელისუფლებამ შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაწყებით მილიონობით ლარი გაფლანგა.

„უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც... პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა... ერთი სიტყვით "ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო" გვეუბნებიან... არა ჩემო გიგი უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ კმარა, ეხლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის ისე დაიხარჯება ფული.

შენ წადი და თბილისის ალპინისტ დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე...
მაგ უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ სისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ აბა ეგ თქვენ საიდან?!“, - წერს ცაგურია Facebook-ში თავის გვერდზე.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები