| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი წყნეთში უძრავი ქონების პორტფელს აფართოებს.
ერთ-ერთ უმდიდრეს ქართველად მიჩნეული სომხიშვილი წყნეთში, 2183.00 კვ.მ 2 მიწის მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა. ეს მიწის ნაკვეთები(ნაკვეთი N110/007 და ნაკვეთი N110/001) ე.წ „სამთავრობო აგარაკეთში“, იმ ნაკვეთის (ნაკვეთი 110/002) მიმდებარედ არის, სადაც ბიზნესმენი სასახლეს აშენებს.
უძრავი ქონების შეძენა ბიზნესმენს 548 000 ლარი დაუჯდება.
გასული წლის შემოდგომაზე მედია აქტიურად განიხილავდა სომხიშვილის ფეშენებელური ვილის მშენებლობას. სასახლის ფართობი 1 850 კვადრატული მეტრია და მას კომპანია „ანაგი“ აშენებს.
როგორც გაირკვა 8 226 კვ.მ. ტერიტორია თამაზ სომხიშვილმა სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით 4.3 მლნ ლარად იყიდა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, თამაზ სომხიშვილის ქონება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია.

| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss