ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავა:  ვმუშაობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე როგორც გაზის, ასევე ურჩი მომხმარებლების მიმართ
1 თებერვალი, 2019, 14:41
თურნავა:  ვმუშაობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე როგორც გაზის, ასევე ურჩი მომხმარებლების მიმართ

თბილისი (GBC) - ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე და ბოლოდროინდელი უბედური შემთხვევების სტატისტიკა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორი მიმართულება გვაქვს აღებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. მისი თქმით, „ რიგში, უნდა გამკაცრდეს ის მოთხოვნები, რომელთაც ჩვენ წავუყენებთ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს. ამავდროულად, უნდა გამკაცრდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ე.წ. ურჩი მომხმარებლების მიმართ, ვინც  არ ემორჩილება სადისტრიბუციო კომპანიების ქმედებებს; ვინც თვითნებურად ჩართავს გაზს; დაამონტაჟებს უხარისხო მოწყობილობებს; ვინც არ დაუშვებს გაზის კომპანიების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ გადამოწმდეს რა მდგომარეობაშია გაზის მოწყობილობები და ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და მის გვერდით მცხოვრებ ადამიანებსაც.“

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში.

„ჩვენ წარვმართავთ ძალიან აქტიურ მასირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომლითაც კიდევ ერთხელ გავმართავთ წესებს, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და სწორად მოვიხმაროთ ბუნებრივი აირი, რათა, პირველ რიგში, მივიღოთ სიკეთე და არა საფრთხე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები