თბილისი (GBC) - სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS -ი მალე შესაძლოა, ნიუ-იორკშიც ვიხილოთ.
"აჭარა ჯგუფის” მმართველი დირექტორის განცხადებით, ერთ-ერთ ჯგუფს სურს “ROOMS”-ის ბრენდით ნიუ-იორკში სასტუმროს გახსნა.
"ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დაწყებით ეტაპზეა, მაგრამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლევან ბერულავამ TV პირველზე, "საქმიან დილაში".
მისი თქმით, საუბარია არა ფრენჩაიზინგზე, არამედ სასტუმროს თანამფლობელობაზე. ასევე აღნიშნა, რომ "აჭარა ჯგუფის" ბრენდ ROOMS-ის მიმართ დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც მაღალია.




















Facebook
Twitter
Rss