| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დეკემბრის თვეში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 138.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ბოლო 1 თვეში ბრუნვა 7.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, წლიურად 48%-ით არის გაზრდილი.
იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 22 პროცენტით შემცირდა, ხოლო წლიურად კი 26 პროცენტით გაიზარდა.
დეკემბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 65 % (15 პროცენტული პუნქტით მეტი წინა თვესთან შედარებით) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის.
დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 62 პროცენტი უჭირავს.
2018 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 65 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.
საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.11 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.9 პროცენტით გამყარდა.
წლიურ დონეზე, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.9 პროცენტით გამყარდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6896-დან 2.6766-მდე შეიცვალა, ანუ 0.5 პროცენტით გამყარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss