ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი: ეკონომიკური მოდელი ვერ იქნება წარმატებული, თუ მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა
29 იანვარი, 2019, 14:57
პრემიერი: ეკონომიკური მოდელი ვერ იქნება წარმატებული, თუ მშპ-ში  მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა

თბილისი (GBC) - ახალი ეკონომიკური მოდელი ვერ იქნება წარმატებული, თუ მთლიან შიდა პროდუქტში(მშპ) მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

„ახალი ეკონომიკური მოდელი გულისხმობს ყველა მოქალაქის ჩართულობას, რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული განსხვავების აღმოფხვრას, სახელმწიფოს ადეკვატურ წვდომას კაპიტალზე, რა მხრივაც ჩვენ გამოწვევები გვაქვს და გულისხმობს მთლიან შიდა პროდუქტში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდას. ჩვენ ამას სხვადასხვა ინიციატივით უნდა მივაღწიოთ. გასული წელი საბიუჯეტო პარამეტრების კუთხით განსაკუთრებით წარმატებული იყო, წარმატებული იყო 2017 წელიც, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტის 50%-ის ფორმირება ხდება დაახლოებით 300 კომპანიის მიერ. ასეთ ვითარებაში დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდა, მაგრამ თუ გვინდა ეკონომიკა მდგრადი და მოქნილი იყოს, მინიმუმ ამ 300 კომპანიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტის 50%-ის ფორმირება. თუ ჩვენ გვინდა, ახალი ეკონომიკური მოდელი წარმატებული იყოს, ჩვენ უნდა გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები