ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდის შუამდგომლობით ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ
29 იანვარი, 2019, 13:31
საპარტნიორო ფონდის შუამდგომლობით ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ

თბილისი (GBC) – ჩინეთში, „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა, სადაც ქართველი მეწარმეები პროდუქციის უფასოდ გამოფენას შეძლებენ.

საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიალში საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ საქართველოს საექსპორტო და ტურისტული პოტენციალს გაცნობოდნენ.

ფონდის ცნობით, „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ მიზანია ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის პლატფორმის-თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც იმპორტიორებს სპეციალური ტარიფებით და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

„„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართულ კომპანიებს სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გამოიყენონ პროდუქციის საგამოფენო სივრცეები, ასევე, ქართველი მეწარმეები დამატებით, სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისების შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“, - განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ქალაქ ჩაუხუს პარტიის პირველ მდივანთან, ქალაქ ჩაუხუს მერთან, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელებთან და პროვინციის უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელის დამფუძლებლებთან.

ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ გამართულ შეხვედრზე იქნა მიღებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები