| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოდან კურტ კონტის გასვლას განმარტავს.
"გვსურს განვმარტოთ, რომ საბჭოში კურტ კონტის სხვა წევრით ჩანაცვლების მიზეზი ანაკლიის პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლაა, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღება ხდება ძალიან სწრაფად და ეს საბჭოს მუშაობაში მისი წევრების ყოველდღიურ ჩართულობას ითხოვს. კურტ კონტი, რა თქმა უნდა, რჩება პროექტის აქციონერად და მის წილობრივ მონაწილეობაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა. რაც შეეხება დიმიტრი აბდუშელიშვილს, ის რჩება ანაკლია ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოში, რომლის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, წევრები კი ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი არიან.", - აცხადებს - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.
მისი თქმით, პორტის კომპანიის აქციონერებად რჩებიან კონტი ჯგუფი და თიბისი ჰოლდინგი თანაბარი, 42 % იანი წილებით. ასევე, აქციონერები არიან Wondernet Express LLP და G Star LTD.
გარდა ამისა, პორტის აქციონერების რიცხვს შემოუერთდა ამერიკული კომპანია SSA Marine-ი, ხოლო მისი ვიცე-პრეზიდენტი ბობ ვოთერსი მალე პორტის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება.
როგორც GBC-ი წერდა ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. 24 იანვრიდან განახლებული საბჭო ჰყავს, როგორც „ანაკლია ჰოლდგინგს“ ასევე „ანაკლიის განვითარების კოსორციუმს“.
ანაკლიის პორტის პროექტი აქტიურ ფაზაშია. ინვესტორებმა ცოტა ხანში გენერალური კონტრაქტორი უნდა დაასახელონ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გამარჯვებული ტენდერში მონაწილე რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანიისგან შეარჩია. პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გაზაფხულზე გადავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss