ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო ევროკავშირისთვის  სატრანზიტო შესაძლებლობების წარსადგენად ემზადება
27 იანვარი, 2019, 22:37
საქართველო ევროკავშირისთვის  სატრანზიტო შესაძლებლობების წარსადგენად ემზადება

თბილისი (GBC) - რა პოტენციალი აქვს  საქართველოს ევროპა-აზიის დაკავშირებაში - საქართველო ევროკავშირისთვის  სატრანზიტო შესაძლებლობების წარსადგენად ემზადება.

ქართული მხარე პრეზენტაციას ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველ სხდომაზე წარადგენს. ამ სხდომაზე დასასწრებლად საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი  ჰენრიკ ჰოლოლეი ჩამოდის.

სხდომაზე  განიხილავენ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით.

აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო კავშირების გაციფროვნებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ჰენრიკ ჰოლოლეის ვიზიტი საქართველოში 28-30 იანვარს შედგება

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან.  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ გიორგი ჩოგოვაძესთან, აგრეთვე სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორ დავით ფერაძესთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები