ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წლის ბოლოდან საქართველოში მხოლოდ ევრო- 5 ნორმის დიზელი იქნება დასაშვები
26 იანვარი, 2019, 22:34
წლის ბოლოდან საქართველოში მხოლოდ ევრო- 5 ნორმის დიზელი იქნება დასაშვები

თბილისი (GBC) - წლის ბოლოდან საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხის ნორმა ევრო 5-ს მიაღწევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. 

2019 წლის 1 იანვრიდან, დიზელის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე უკვე გაიზარდა. რაც შეეხება ბენზინს,  2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება. 

"სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლები, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია. 
აღსანიშნავია საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებაც. გასულ წლებთან შედარებით, როდესაც წლის განმავლობაში მხოლოდ 30-მდე ავტოგასამართ სადგურზე ხდებოდა ხარისხის კონტროლი, 2018 წელს საწვავის ხარისხი 143 სადგურზე შემოწმდა“,  - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები