ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკმა გენერალური დირექტორის შეცვლის ოფიციალური პროცედურა დაიწყო
25 იანვარი, 2019, 18:30
საქართველოს ბანკმა გენერალური დირექტორის შეცვლის ოფიციალური პროცედურა დაიწყო

თბილისი (GBC) -  საქართველოს ბანკმა გენერალური დირექტორის შეცვლის ოფიციალური პროცედურა დაიწყო. 

შესაბამისი დოკუმენტაციის რეგისტრაცია ქვეყნის წამყვანმა ბანკმა დღეს მოითხოვა. 

უკვე 28 იანვარს, საქართველოს ბანკის CEO- ს რანგში, პირველი სამუშაო დღე ექნება არჩილ გაჩეჩილაძეს, რომელიც ამ პოსტზე კახა კიკნაველიძეს ანაცვლებს. 

კიკნაველიძე ამ ეტაპზე უფროსი მრჩევლის სტატუსს მიიღებს და მრავალწლიან გამოცდილებას  ისევ  BOG -ის განვითარებისკენ მიმართავს.

როგორც  ცნობილია, არჩილ გაჩეჩილაძეს  დღემდე არაერთ მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის, იგი კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორის პოსტს და ამავდროულად, კომპანია ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

სხვადასხვა დროს იგი ასევე გახლდათ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით, ასევე კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი. არჩილი იკავებდა პოზიციებს მსოფლიოში წამყვან კომპანიებში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები