| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2018 წლის მესამე კვარტალში, 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი, 2.4%-ით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა (24.3%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით.
თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი კვლევაზე Forbes.ge წერს.
კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. სწორედ თბილისზე მოდის გაყიდვების 44%.
თბილისში ყველაზე აქტიური უბანი კი საბურთალოა, რომელზეც მთლიანი გაყიდვების 27% მოდის, მას მოსდევს ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით.
თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:
- მთაწმინდა - $1099 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.3%
- ვაკე - $972 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +5.3%
- საბურთალო - $893 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2%
- კრწანისი - $829 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.3%
- დიდუბე - $783 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4%
- ჩუღურეთი - $771 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2.9%
- ისანი - $682 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.6%
- ნაძალადევი - $628 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4%
- გლდანი - $570 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +9.9%
- სამგორი - $546 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -2.5%
რაც შეეხება სახლის ქირაობას, ფასი ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და თბილისის უბნების მიხედვით კვ.მ ქირის ფასი შემდეგია:
- მთაწმინდა - $7.772 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -13.9%
- ვაკე - $7.36 (კვ.მ) ცვლილებაწინა წელთან შედარებით -8.1%
- კრწანისი - $7.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -9.8%
- ჩუღურეთი - $6.78 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +4.4%
- საბურთალო - $6.75 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -3.1%
- ისანი - $6.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.5%
- დიდუბე - $6.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -0.9%
- სამგორი - $5.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +19%
- ნაძალადევი - $5.32 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +0.6%
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss