ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ილია ჩილოღლუ: უცხოელი სტუდენტების მოზიდვით ქვეყანა დამატებით 200 მილიონის შემოსავალს მიიღებდა
24 იანვარი, 2019, 13:54
ილია ჩილოღლუ: უცხოელი სტუდენტების მოზიდვით ქვეყანა დამატებით 200 მილიონის შემოსავალს მიიღებდა

თბილისი (GBC) -  საქართველოს აქვს ყველა რესურსი რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი გახდეს, - მიიჩნევს  „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ (IBSU) რექტორი.

ილია ჩილოღლუ  აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კარგი გეოგრაფიული მდებარეობს, უსაფრთხო გარემო და ჰყავს მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. ასევე ხელმისაწვდომია განათლების და ცხოვრების ხარჯები.

„რომ შევადაროთ რა დაუჯდება უცხოელ სტუდენტს სწავლა საქართველოში და ევროპაში, ჩვენ ამ მხრივ ძალიან მომგებიან პოზიციაში ვართ“, -  ილია ჩილოღლუ ამბობს, რომ თუნდაც IBSU -ში  საბაკალავრო დონეზე მიღებული განათლება არაფრით ჩამოუვარდება ევროპის ან აშშ-ს უნივესტიტეტებში მიღებული განათლების ხარისხს, რაც არაერთგზის დადასტურებული და აღიარებულია.  შედარებით პრობლემატურია დოქტურანტურა, სადაც კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.  

„შავი ზღვის უნივერსიტეტის“ (IBSU) რექტორის თქმით, საქართველოს დაახლოებით 20 000 ადგილი რჩება შეუვსებელი. 20 000 უცხოელი სტუდენტის მოზიდვა კი, ქვეყანას დამატებით 200 მლნ დოლარის შემოსავალს მოუტანდა.

„პრობლემა ისაა, რომ ამ შესაძლებლობების კარგად წარმოჩენას ვერ ვახერხებთ. აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ ეს სტუდენტები მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენ პირადად, გარანტიას ვაძლევთ რომ მიიღებენ  იმ დონის განათლებას, რომელსაც მიიღებდნენ  აშშ-ში ან ევროპაში“, - აცხადებს IBSU -ს რექტორი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად „შავი ზღვის უნივერსიტეტში" სტუდენტების 15 %  უცხოეთიდან არის ჩამოსული. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები