ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბახტაძე: ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ
23 იანვარი, 2019, 16:23
ბახტაძე: ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ

თბილისი (GBC) - საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის პოტენციალს.

ღრმად მწამს, რომ რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა ნამდვილად ძალიან ნათელი იქნება. თუ რუკას შეხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო ბუნებრივადაა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ამიტომ ვახორციელებთ დიდ კაპიტალდაბანდებას ინფრასტრუქტურაში. ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავალიც ევროპულია, თუმცა ამავდროულად საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ამიტომ მივიჩნევთ საკუთარ თავს ხიდად”,- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს სურვილია, ხელი შეუწყოს ვაჭრობას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის და ამავდროულად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად ორივესთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აკავშირებს.

“მე აქ დიდ სინერგიას ვხედავ. ჩვენ საკუთარ თავს ხიდად მივიჩნევთ, იმ ხიდად, რომელიც ორ უდიდეს ეკონომიკურ პლატფორმას აკავშირებს  ერთმანეთთან. ჩვენ ვართ ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და ახალი ლოგისტიკური მარშრუტებით შევძლებთ იმ ძალიან დიდი ეკონომიკური ღირებულების წარმოჩინებას, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები