ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Credit Suisse -ის ექს- ბანკირის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
მარიამ მინაძე
22 იანვარი, 2019, 18:50
Credit Suisse  -ის ექს- ბანკირის წინააღმდეგ  ახალი გამოძიება დაიწყო

თბილისი (GBC) - Credit Suisse  -ის ექს- ბანკირის მიერ ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე რუსი ბიზნესმენის თანხების მითვისების საკითხზე ჟენევაში  ახალი გამოძიება დაიწყო. 

Bloomberg -ის ცნობით, ახალი გამოძიება პატრიკ ლესკადრონის წინააღმდეგ, სააპელაციო განხილვის და მისი ციხიდან გამოსვლიდან 7 კვირის შემდეგ დაიწყო. ლესკადრონმა ციხე ნოემბერში დატოვა, სასჯელის მისჯიდან 8 თვის შემდეგ. 

შვეიცარიელი  პროკურორები სამ წლის შემდეგ ისევ ეძებენ  იმას, თუ როგორ გააყალბა ლესკოდრონმა 2009-2011 წლებში რუსეთში ერთ-ერთი კლიენტის საბანკო ამონაწერები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული 2017 საბრალდებო დასკვნაში.

გამოძიება 18 იანვარს ამ კლიენტის ადვოკატის, ჯორჯო კამპას მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის საჩივრის შემდეგ გაიხსნა.

პროკურორები ისვე  დაუბრუნდებიან   საქმის ძველ მასალებს, რომლითაც ბოლოს ლესკოდრონს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.  თავიდან ჩაუტარდება ექსპერტიზა ლესკადრონის პირად კომპიუტერსაც.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კამპა და სხვა ადვოკატი ჟენევიდან, რომლებიც წარმოდგენენ დაზარალებულებს, მათ შორის  მილიარდერს  და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის მხრივ ლესკოდრონის „ყველაზე დიდი მსხვერპლია“, ამტკიცებენ, რომ ბანკმაც უნდა აიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ლესკოდრონის  თაღლითობისთვის.

"არ არსებობს იმის საფუძველი, რომ Credit Suisse თანამშრომელიც იყო ჩართული ამ ხელით შექმნილ განცხადებებში", - პასუხობენ კლიენტებს Credit Suisse -ში. 

როგორც ცნობილია, მოსამართლემ 54 წლის ბანკირი დამნაშავედ 2018 თებერვალში ცნო და განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად მან 30 მილიონი ფრანკი მიითვისა.

სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 138 მილიონი დოლარი) ოდენობის ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 23 მილიონი დოლარი) გადახდა დააკისრა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები