| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – დუგლაძეების ღვინის კომპანია რებრენდინგზე აცხადებს.
კომპანიის დამფუძნებლის ზაალ დუგლაძის ინფორმაციით, კომპანიის და მისი ღვინოების მაღალი ცნობადობა მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ საჭიროა განახლება, რასაც ბაზარი ითხოვს. შესაბამისად, ქართულ დასახელებებს საერთაშორისოც ემატება.
დუგლაძემ ახალ გეგმებზე საექსპორტო მიმართულებითაც განაცხადა. ის უკრაინის ბაზარზე აპირებს პოზიციების გამყარებას, ახალი კამპანიით. სამხრეთ კორეაში აპირებს გააქტიურებას და ამასთან, ჩინეთში მიღწევებით „ტკბება“.
ზაალ დუგლაძის თქმით, „დუგლაძეების“ ღვინო ჩინეთის თითქმის ყველა პროვინციაშია წარმოდგენილი. 2018 წელს ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს გადააჭარბა, რაც 6 მლნ-იანი ექსპორტის ფონზე სოლიდური სტატისტიკაა.
ღვინისა და კონიაკის მწარმოებელმა კომპანიამ გურჯაანში, ახალი ქარხნის მშენებლობა დაასრულა და წარმოების ახალი ობიექტიც გახსნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss