ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Liloshop.ge-მ ლილო მოლს მყიდველის რაოდენობა თითქმის გაუორმაგა
ნათია თაქთაქიშვილი
21 იანვარი, 2019, 11:37
Liloshop.ge-მ ლილო მოლს მყიდველის რაოდენობა თითქმის გაუორმაგა

თბილისი (GBC) - „ლილო მოლი“, კავკასიის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს აცხადებს რომ კომპანიის ონლაინ პლათფორმამ Liloshop.ge-მ ლილო მოლს მყიდველის რაოდენობა თითქმის გაუორმაგა.

„Liloshop.ge - ის ონლაინ პლატფორმის შემოღება, რა თქმა უნდა, დადებითად აისახა კომპანიის განვითარებაზე. „ლილო მოლს“, როგორც ოფლაინ-სავაჭრო ცენტრს, ჰყავს თავისი მომხმარებელი, რომელსაც ურჩევნია ტრადიციული შოპინგი ადგილზე  და მათი რიცხვი ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება. მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი კი, რომელიც  უპირატესობას ანიჭებს ონლაინშოპინგს, სარგებლობს Liloshop.ge - ის  ახალი ონლაინპლატფორმის სერვისით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ  ბაზრის ტენდენციები და მომხმარებელთა მოთხოვნები“, - აცხადებს  ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია.

ონლაინმაღაზია liloshop.ge 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა და მენეჯმენტის ცნობით, 6 თვის განმავლობაში უკვე ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა ონლაინსერვისით.

როგორც გიორგი კვარაცხელია აცხადებს პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდიან და შესაბამისად, ეს სერვისი მოსახერხებელია როგორც თბილისის, ისე - საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებთათვის.

„გამოწერილი ნივთის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ მისამართზე. საიტის ვიზიტორებისა და ონლაინ მყიდველების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მიგვაჩნია, რომ Liloshop.ge-ს შექმნა აუცილებელი და დროული  გახლდათ ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილებისთვის“, ამბობს გიორგი კვარაცხელია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები