| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმის დელფინარიუმი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ემზადება.
2019 წლის გეგმით, მოხდება შენობის სახურავის გამოცვლა, ტრიბუნებზე გარე გაგრილების სისტემის დამონტაჟება, განათების სისტემის ლედ-ნათურებით ჩანაცვლება, სადემონსტრაციო აუზის ტრიბუნებზე 100-მდე ადგილის დამატება, ზღვის ლომების აუზის დამხმარე ფართის დეკორატიული კედლისა და დროებითი განთავსების ვოლიერების მოწყობა და სხვა.
დელფინარიუმის მფლობელი ”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ წელს შემოსავლების ზრდასაც ელის. კერძოდ, ჯამური შემოსავალი 5.014 მლნ ლარამდე უნდა გაიზარდოს, მათ შორის 30%-იან ზრდას ელიან დელფინების შოუ-პროგრამის ბილეთების რეალიზაციიდან. დელფინებთან ინტერაქტივით კი, 0.5 მლნ ლარსზე მეტის მიღებას ელიან. აქ 20%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.
”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა” 2017 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წელს გაყიდვებიდან შემოსავალი 3.46 მლნ ლარი იყო, 2016 წელს დაფიქსირებული 2.7 მლნ შემდეგ.
საანგარიშო წელს აქტივების ღირებულება შეადგეს 20 216 036 ლარს, ხოლო საკუთარი კაპიტალი 20 002 191 ლარს შეადგენდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss