| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ RMG Copper -სა და RMG Gold -ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.
კომპანიების აღმასრულებელ დირექტორად თორნიკე ლიპარტია დაინიშნა. მან ამ პოსტზე ჯონი შუბითიძე შეცვალა.
35 წლის თორნიკე ლიპარტია დაწინაურებამდე, RMG -ში მოპოვებისა და გადამუშავების დარგში წარმოების დირექტორი იყო. ის პროფესიით გეოლოგია. კომპანიაში 2007 წელს მივიდა და შეიძლება ითქვას ყველა საფეხური გაიარა.
RMG- ს არაერთი პროექტი აქვს დაგეგმილი, მათ შორის მოპოვება/გადამუშავების გაუმჯობესება და კარიერების რეკულტივაცია.
RMG GOLD 2025 წლამდე დაახლოებით, 13 685.54 კგ ოქროს მოპოვებას ვარაუდობს.
კომპანია ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. კერძოდ, გრძელდება საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება/ გადამუშავება, ასევე ხდება უკვე გადამუშავებული მადნის მესამედ გადამუშავება. მიმდინარეობს ე.წ. აგლომერაციის პროექტი, რაც გულისხმობს ბარიტის მადნის შერევას უკვე გადამუშავებულ მადანთან. გარდა ამისა მიმდინარეობს საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება სს „არემჯი კოპერზე“ მისაწოდებლად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss