| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმამ ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლოა იმოქმედოს, მე ვერ დავეთანხმები“, - პრემიერმა თიბისის გახმაურებულ საქმეზე განაცხადა, რომ გაპიროვნებება არ არის სწორი, იგულისხმა ბანკის მთავარ აქციონერებთან ბანკის აფილირება.
ჰგონია, რომ „ეს გამოწვევა ინდივიდუალური აქციონერის მიმართ არის და ამან არ უნდა შეასუსტოს მთავარი მონაპოვარი, რაც ლონდონის ბირჟაზე კომპანიების პოზიციონირება და კაპიტალზე ხელმისაწვდომობაა“.
პრემიერი ამბობს, რომ თიბისი და ყველა ბანკი ერთად ქმნის მყარ ფინანსურ სტაბილურობას. ის თიბისის მადლიერია, საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობისკენ რომ სხვა კომპანიებსაც უბიძგა.
მამუკა ბახტაძე თიბისის საქმეზე რეზონანსს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით ფინანსური ინსტიტუტები, წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ნამდვილად შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. ჩვენი უპირატესობა და წარმატება გახლავთ ის, რომ მოხდა ბევრი ორგანიზაციის ინსტიტუციონალიზაცია და შესაბამისად, მათი ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენაც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მე პირადად პრობლემად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც იცით, პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. გამოძიება 2007-2008 წლების ტრანზაქციით არის დაინტერესებული, რომელშიც ბანკის დამფუძნებლები ფიგურირებენ.
ამ ტრანზაქციის გამო, სებ-მა თიბისი 1 მლნ ლარით დააჯარიმა, რაც ბანკის მენეჯმენტმა გაასაჩივრა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss