ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა
17 იანვარი, 2019, 12:22
 კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა

თბილისი (GBC) - თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, 2017 წელს აშენდა. როგორც პირველმა არხმა გაარკვია, კორპუსი შპს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. საქმიანობის პროფილი კი, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა. ამის შესახებ 1 tv.ge წერს. 

რაც შეეხება მფლობელს, დაარსების დღიდან კომპანიის მფლობელი და დირექტორი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გრიგოლ ჭანტურიაა. ასევე, მის სახელზე  ფიქსირდება კიდევ ერთი კომპანია შპს „ილორი“, რომლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

სამშენებლო ბიზნესში კომპანიის აქტივი მხოლოდ დიდ დიღომში მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. 1300 კვ.მ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და გაყიდვები კომპანიამ 2017 წლის დასაწყისში დაიწყო და იმავე წლის ზაფხულში დაასრულა. ერთი კვ.მ-ის ღირებულება 1000 ლარს აღემატებოდა. მაისში შენობას ოფიციალური მისამართიც მიენიჭა – ავთანდილის ქუჩა N8.

აფეთქება აღნიშნულ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები