ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ამერიკული კორპორაცია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა
16 იანვარი, 2019, 16:44
ამერიკული კორპორაცია  Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

თბილისი (GBC)  -უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია  Trammo ბათუმის შემდეგ,  ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით, ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტში ნაყარი ტვირთების ტერმინალის ინვესტირებით დაინტერესდა.  

მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე   Trammo-ს პრეზიდენტმა ედვარდ ვაინერმა განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ისინი პორტთან თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.

თანამშრომლობის პროცესში კომპანია უზრუნველყოფს, როგორც მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე ეცდება მნიშვნელოვან წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში“, - ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკული კომპანია Trammo ბათუმის პორტის ახალი ტერმინალის ინვესტორი იქნება.  კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები