ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კახა კიკნაველიძე  „საქართველოს ბანკს“  მრჩევლის რანგში დაეხმარება
ნინო ტაბატაძე
16 იანვარი, 2019, 14:30
კახა კიკნაველიძე  „საქართველოს ბანკს“  მრჩევლის რანგში დაეხმარება

თბილისი (GBC) – კახა კიკნაველიძე  „საქართველოს ბანკს“  მრჩევლის რანგში დაეხმარება.

28 იანვრიდან ის გენერალური დირექტორის სავარძელს არჩილ გაჩეჩილაძეს დაუთმობს, თავად კი, ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკის და მისი სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი მრჩეველი გახდება და  მრავალწლიან გამოცდილებას  ისევ  BOG -ის განვითარებისკენ მიმართავს.

კიკნაველიძე „საქართველოს ბანკის“  CEO –დ 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი მმართველობის დროს მოხდა საბანკო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, ამოქმედდა არაერთი ახალი რეგულაცია, ასევე წარმატებით დასრულდა BGEO -ს 2 ჯგუფად გაყოფა. 

2019 წლიდან „საქართველოს ბანკის“ ახალ საფეხურზე გადაყვანა   არჩილ გაჩეჩილაძის საზრუნავი იქნება. არჩილს  დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის იგი კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორის პოსტს და ამავდროულად, კომპანია ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

სხვადასხვა დროს იგი ასევე გახლდათ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით, ასევე კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი. არჩილი იკავებდა პოზიციებს მსოფლიოში წამყვან კომპანიებში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები