ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სასულიერო პირების პროტესტი - ჯვრის მონასტერი დაკეტილია
14 იანვარი, 2019, 16:43
სასულიერო პირების პროტესტი - ჯვრის მონასტერი დაკეტილია

თბილისი (GBC) - ჯვრის მონასტერი დაკეტილია. მიზეზი სასულიერო პირების და მონასტრის წინამძღვრის პროტესტია. სასულიერო პირები მოითხოვენ, მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებმა დატოვონ. 

პირველი რადიოს ცნობით, ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე ჯინჭარაული,  ტაძრის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა, ადგილზე ადგილობრივი ბერები იმყოფებიან, რომლებიც ადგილზე მისულ მომლოცველებს და ტურისტებს ატყობინებენ,  რომ ტაძარში დღის განმავლობაში შესვლას ვერ შეძლებენ.

მოვაჭრეების განცხადებით, სასულიერო პირებს ტერიტორიის ბიზნესისთვის გამოყენება თავად სურთ. მათ მცხეთის მერს წერილითაც მიმართეს და მოვაჭრეების გაყვანა ოფიციალურად მოითხოვეს. 

ტაძრის დაკეტვის განსხვავებულ მიზეზზე საუბრობენ თავად სასულიერო პირები. ისინი განმარტავენ, რომ ტაძრის კარი მრევლს ქალაქის მერმა ჩაუკეტა და ისინი მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღასრულებენ.

მათ განცხადებას არ ადასტურებენ მერიაში. მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ტაძრის არც დაკეტვის და არც გაღების უფლება არ აქვს. რაც შეეხება ტერიტორიიდან მოვაჭრეების გაყვანის მოთხოვნას, მცხეთის მერი ამბობს, რომ ამ მოთხოვნით სასულიერო პირებმა მართლაც მიმართეს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები