| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის დაგეგმილი ეტაპობრივი ზრდის შესახებ ინდუსტრია სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა დარგმა შეძლოს ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა, - მიიჩნევს ბიზნესომბუდსმენი.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად ჭირდება პროგნოზირებადი გარემო, ბიზნესისთვის წინასწარ შეტყობინების და კონსულტაციის გარეშე გადასახადის განაკვეთის ცვლილება კი, აზიანებს ქვეყნის ბიზნეს გარემოს.
"როგორც ცნობილია, საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე 8 წელიწადში მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, რაც გულისხმობს 1000 ღერ სიგარეტზე 90 ევროს აქციზის დაწესებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გაწერილი იქნება გადასახადის ყოველწლიური ზრდა", - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, მათ განცხადებით თამბაქოს იმპორტიორმა კომპანიებმა მომართეს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს თამბაქოს იმპორტიორების პოზიციას და მიზანშეწონილად მმიიჩნევს შემუშავდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკი და გათვალისწინებული იქნეს ბიზნესის ინტერესები და ის რისკები, რაც შესაძლოა თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკვე წარუდგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss