| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ 2017 წელი 4.35 მილიონის ზარალით დაასრულა.
კომპანიას, რომელიც „პლანტას“ ბრენდით კიტრს და პომიდორს აწარმოებს შემოსავლები გაორმაგებული ჰქონდა, ზარალი კი, 2-ჯერ შემცირებული.
ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ 2017 წელს „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ ბაზარზე 9,554 მლნ ლარის პომიდორი და კიტრი გაყიდა. შემოსავალი 2.17-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა საოპერაციო მოგებაზე გასვლა მაინც ვერ მოხერხდა, მაგრამ შესაძლებელი გახდა 4.3 მილიონიდან საოპერაციო ზარალის 2.69 მილიონამდე შემცირება. წმინდა ზარალი 4.35 მლნ ლარია (2016 წ - 8.4 მლნ ზარალი).
ზარალი გასაკვირი არ არის. სათბურის I ფაზის ოპერირება 2015 წელს დაიწყო. მეორე ფაზა კი 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდა.
კომპანია ფლობს და ოპერირებს რთულ, მაღალინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო სათბურის ობიექტით, რომელიც მდებარეობს 12 ჰექტარზე (სათბური) და შეუძლია გამოზარდოს ყოველწლიურად 7,100 ტონაზე მეტი პროდუქცია.
2017 წელს კომპანიამ მოკრიფა კიტრისა და პომიდვრის 4,984 ტ მოსავალი (2016: 2,911 ტონა).
კომპანიამ 2018 წელს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა, 8,179 მლნ ლარით. ასევე გასულ წელს გააგრძელა ხელოვნური განათების დამონტაჟება სათბურებში. მათ შორის 2018 წლის ივლისიდან დაიწყო განათების სისტემის დამონტაჟება 4 ჰა სათბურში.
კომპანიის ერთადერთი მშობელი კომპანიაა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF LP). ბენეფიციარ მფლობელად მითითებულია გიორგი ბაჩიაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss