| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ოცნების მაჟორიტარმა ირაკლი ხახუბიამ გასულ წელს ავტოპარკს ახალი ავტომობილები შემატა.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, ხახუბიამ 105 000 ლარად 2017 წლის MERCEDES BENZ -ი შეიძინა, მისმა მეუღლემ კი, 2015 წლის LAND ROVER -ი, რაშიც 15 000 ლარი გადაიხადა.
ექს-ბიზნესმენის დეკლარაცია ორი თარიღით არის საინტერესო, რომელიც დიდი ალბათობით ტექნიკური შეცდომაა. თუმცა, თუ ამ ოფიციალურ დოკუმენტს დავეყრდნობით, აღმოვაჩენთ, რომ 1971 წელს დაბადებულ ირაკლი ხახუბიას 1917 წელს, 150 000 ლარად შეუძენია მშენებარე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე 1917 წელს 38 000 ლარი გადაუხდია უნივერსიტეტის ქუჩაზე 25,8 კვ.მ მიწის ნაკვეთში.

საინტერესოა მისი მაჯის საათის შეძენის ისტორიაც. Breguet -ის ბრენდის საათი დეპუტატს 1912 წელს შეუძენია, თუმცა რა გადაიხადა უცნობია.

მსგავსი შეცდომებია მის წინა დეკლარაციაშიც, სადაც მითითებულია, რომ 2015 წელს გამოშვებული Range rover sport-ი ხახუბიას 1916 წელს შეუძენია, 2007 წლის Mercedes ML -ი 1912 წელს, ასევე 1912 წელს შეუძენია 2012 წლიანი KIA sport-ც.
დეკლარაციის ხილვა შესაძლებელია: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/115551
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss