| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გამკაცრებული დაკრედიტებით ბანკების შემცირებულ პორტფელს მოკლევადიან პერიოდში, „გათეთრებული“ 605 000 მომხმარებელი ვერ დააკომპენსირებს, გრძელვადიანში კი, როცა მათგან გადახდისუნარიანი კატეგორიისთვის სესხი ხელმისაწვდომი გახდება, მარეგულირებელი შენელებული ზრდის შენარჩუნებას მაინც ელის.
ბანკების ლობი ზედაპირული შეფასებისგან თავს იკავებს. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდე ძნელაძემ განაცხადა, რომ ტენდენციები 1 თვეში გამოიკვეთება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ საკრედიტო ოფიცრის კვალიფიკაცია გაიზრდება,ოპერატორი სესხს ვეღარ გასცემს.
როგორ გადაეწყობა საკადრო პოლიტიკა, შემცირება გარდაუვალია, თუ ოპტიმიზაციის უფრო მოქნილ ბერკეტს გამოიყენებს დამსაქმებელი, ამაზეც ბანკების ინტერესების დამცველი გაუანალიზებელი პროგნოზისგან თავის შეკავებას ამჯობინებს.
ბანკებში უფრო ოპტიმისტურად უყურებენ თავს დატეხილ ცვლილებებს. უკვე შეეგუენ, რას აპირებენ არ იციან, თუ იციან და გვიმალავენ ამაზეც ახალს არავინ ამბობს.
საბანკო სექტორში დაბრუნებული კოტე სულამანიძე ბოლოდროინდელ ოპტიმიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ბანკებში რეგულაციების დაანონსებამდე დაიწყო და ტექნოლოგიურ ზრდას უკავშირდება. აღნიშნა, რომ ბევრი ფილიალი უკვე დაიხურა, ამ პროცესს ყველა ხედავს და იმასაც რომ ეს გრძელდება.
კოტე სულამანიძე ელის, რომ ბანკები კარგად ადაპტირდებიან, ისე მოერგებიან ცვლილებებს, რომ პროდუქტების შემცირება მაქსიმალურად თავიდან აირიდონ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss