| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თორთლაძეს თიბისი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებში 1.15 მილიონი დოლარი აქვს დაბანდებული.
მის ხელში „თიბისი ბანკის“ 1484 ფასიანი ქაღალდია, გარდა ამისა, ფლობს „თიბისი ლიზინგის“ 100 და „ნიკორას“ 150 ობლიგაციას.
ხათუნა თორთლაძემ და მისმა მეუღლემ, რომელიც ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძეა, 2018 წელს უძრავ ქონებაშიც დააბანდეს თანხა. კერძოდ, თბილისში კრწანისის ქუჩაზე მშენებარე ბინა და ავტოფარეხები შეიძინეს.
შარშან ხათუნამ საჩუქრად მიიღო ახალი ავტომობილიც MERSEDES SLC. მასვე ეკუთვნის 2013 წელს გამოშვებული Mersedes ML-ი.
წყვილის უძრავი ქონების პორტფელშია არასაცხოვრებელი ფართები კოტე აფხაზის ქუჩასა (600 000 დოლარი) და ჭავჭავაძის გამზირზე, 3 ბინა, 7 მიწის ნაკვეთი და რამდენიმე ავტოფარეხი.
მინისტრის მოადგილემ მშობლებისგან 2017 წელს საჩუქრად 0.5 მილიონი დოლარიც მიიღო.
ხათუნა თორთლაძე აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss