ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქობულია: 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 20%-ით არის გაზრდილი 
4 იანვარი, 2019, 12:46
ქობულია: 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 20%-ით არის გაზრდილი 

თბილისი (GBC) - „საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდულ ზრდასთან ერთად,  რომელმაც დაახლობით 8,7 მილიონი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ეს მაჩვენებელი შარშანდელზე 20 პროცენტით მეტია“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკის  წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით,  2018 წელს საქართველოში შემოსული 8.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან 5 მილიონი ტურისტი იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

"ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება არამხოლოდ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ იზრდება მათგან მიღებული  შემოსავლებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები  უფრო მეტ ფულს ხარჯავენ საქართველოში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები