თბილისი (GBC) - მსოფლიო რესტორნების დაჯილდოებამ” (World Restaurant Awards), რომელიც ამერიკული კორპორაცია IMG-ის დაფუძნებულ ორგანიზაციას წარმოადგენს, კახეთში, სოფელ ტიბაანში მდებარე ჯონ ვურდემანის რესტორანი “გიჟი ბროწეული” მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა.
BM.ge -ს ცნობით, “მსოფლიო რესტორნების დაჯილდოება” პირველ ცერემონიას პარიზში 18 თებერვალს გამართავს. გამარჯვებულები გამოვლიდნებიან 11 კატეგორიაში, მათგან ერთ-ერთში - Off Map Destination-ში, 28 ნომინანტს შორის კახეთში, სოფელ ტიბაანში მდებარე რესტორანი - “გიჟი ბროწეული” დასახელდა.
რესტორანი 2016 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, ის ვურდემანის ღვინის მარნის თავზე მდებარეობს. რესტორანის გარშემო “ვარდისფერი რქაწითელის” ჯიშის ვენახია გაშენებული.
ჯონ ვურდემანი საქართველოში 1995 წელს ჩამოვიდა. დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული მეღვინე და რესტორატორია. მის პროექტებს შორისაა “ვინო ანდერგრაუნდი”, “აზარფეშა” და “გიჟი ბროწეული.”