ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: მიმდინარე ანგარიშის ასეთი გაუმჯობესება უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა
31 დეკემბერი, 2018, 17:50
გვენეტაძე: მიმდინარე ანგარიშის ასეთი გაუმჯობესება უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა

თბილისი (GBC) - მიმდინარე ანგარიშის ასეთი გაუმჯობესება უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა, - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი III კვარტალის მიმდინარე ანგარიშის ბალანსს აფასებს. 

კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ  პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში,მიმდინარე ანგარიშის პროფიციტულია. 

"ვისაც ჩემი ერთი წლის წინანდელი პოსტი გახსოვთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყველაზე დაბალი ნიშნული 2017 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ამჟამად, ასევე პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა, მცირე, მაგრამ დადებით დონეს - მშპ-ს 0.3%-ს მიაღწია. ისტორიულად, საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველთვის უარყოფითი იყო. 2010 წლის შემდეგ კი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საშუალოდ მშპ-ს 11% აღწევდა. ამის გათვალისწინებით, მიმდინარე ანგარიშის ასეთი გაუმჯობესება უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა.

საქართველოსთვის, როგორც მცირე ღია ეკონომიკისთვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე, ასევე ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე. შესაბამისად, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რასაც უცხოელი ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ.

ვიმედოვნებ, რომ როდესაც 2018 წლის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება შენარჩუნდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება", - წერს კობა გვენეტაძე Facebook-ში თავის გვერდზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები