| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს პატრიარქის ცვლილების დაინტერესებაში ამხელს.
„ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსს მისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ცემით დაემუქრა.
ბოდბელი ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ სწორედ ის პირი იყო დაინტერესებული ე.წ "ციანიდის საქმით" და თავდაპირველთან შედარებით საქმის შეცვლილი ვერსიით წარმოებით.
„ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც მერე უწმინდესთან მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა- დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ უთხრა, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ ამას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად მაგი ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ მას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss