ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
  ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივით, ჭიათურასა და ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა  
29 დეკემბერი, 2018, 20:25
   ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივით, ჭიათურასა და ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა   

 

თბილისი (GBC) - ჭიათურასა და ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

სადღესასწაულო ღონისძიებებში ადგილობრივი და მოწვეული მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც საახალწლო პროგრამით წარდგნენ.

„ვულოცავ ქართველ ხალხს ახალი წლის დადგომას. ვისურვებდი, რომ ეს წელი განსაკუთრებული ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს… ასევე, წარმატებულ ახალ წელს ვუსურვებ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, 2018 წელს ჩვენ ერთად უამრავი ნაყოფიერი პროექტი განვახორციელეთ. ვისურვებდი, რომ მომავალი წელი იყოს უკეთესი და ჩვენ – ყველას უფრო მეტი სასარგებლო, სასიკეთო საქმეების, ასევე, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა მოგვეცეს“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

კონცერტს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები