| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ახალ ინსტრუმენტს შემოიღებს.
სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ “საქმის კურსთან” ინტერვიუში თქვა, რომ სავარაუდოდ 2019 წლიდან ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს განსხვავებული მექანიზმით განახორციელებს. კონკრეტულად კი, წინასწარვე იქნება ცნობილი, რა მოცულობის ინტერვენციის განხორციელება იქნება დაგეგმილი.
“ეს არის ერთ-ერთი ინსტუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს და მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამავე დროს ყოველთვის ვავითარებთ ჩვენ ჩარჩოს მონეტარული პოლიტიკის, ყოველთვის ვეძებთ ახალს, რისი დამატებაც შეგვიძლია. ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრი მონეტარული ინსტრუმენტი, რომელმაც სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა გამოწვევების შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც გვინდა რომ დავნერგოთ შემდეგი წლიდან. ეს იქნება ოფციებით ვაჭრობა, ანუ წინასწარ გამოვაცხადებთ თუ რა მოცულობის სავალუტო რეზერვის შესყიდვას ვგეგმავთ. შემდეგ იქიდან გამომდინარე თუ როგორ გამოიყენებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ვაჭრობაში, ამისდა მიხედვით ვნახავთ. ეს იქნება ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტი, ჩვენ ამასთან დაკავშრიებით პრესრელიზსაც გამოვუშვებთ რომ ავხსნათ ეს რა არის. 2019 წლიდან ვფიქრობთ შემოღებას.
ამ სისტემამ ბევრ ქვეყანაში დაამტკიცა, რომ კარგად იმუშავა. ახლა ჩვენც გვინდა რომ ავამუშავოთ,”- ამბობს გვენეტაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკას ახორციელებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის რეზერვებიც მის ეკონომიკასთან მიმართებით არაადეკვატურია.
2018 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სულ 17 ინტერვენცია განახორციელა, რითიც $197 მილიონი დოლარის რეზერვები შეისყიდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss