ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქობულია: ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს?
25 დეკემბერი, 2018, 15:39
ქობულია: ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს?

თბილისი (GBC) – ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსის ვარდნას არ ელის.

გიორგი ქობულიამ კანონმდებლებთან საუბრისას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები მოიხმო და აღნიშნა, რომ ეკონომიკაში დოლარის ნაკლებობა არ არის, რამაც შეიძლება მასზე მოთხოვნა გაზარდოს და ლარის კურსის ვარდნა განაპირობოს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა, ის შეიძლება იყო გამყარებული კიდეც, მაგრამ როგორც მინიმუმ იქნება სტაბილური. ეს არ არის ჩვენი განცდა, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. მარტივად რომ ვთქვა, ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წლებს შორის. ნაკლები კი არა 65 მილიონი დოლარით მეტი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი?“, - კითხულობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ  ამ სიტუაციაში ლარის გაუფასურება  მხოლოდ შეიძლება  დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის და  პანიკური ხასიათის მოვლენებმა განაპირობოს.

„ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ამას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ლარი წონასწორობის წერტილთან ახლოსაა - 1 დოლარი/ 2.66 ლარის ნიშნულთან ახლოს რჩება.

ბაზარზე ჭარბი დოლარის ნაკადები შეიმჩნევა, რის გამოც ეროვნული ბანკი  ინტერვენციებს ახორციელებს. მარეგულირებელი სტაბილურობის შესანარჩუნებლად  ლარს მეტად გამყარების საშუალებას არ აძლევს. 

ამ ფონზე მხოლოდ დეკემბერში სებ-მა ბაზრიდან 65 მლნ დოლარის შესყიდვა მოახდინა. სექტემბრიდან  110 მილიონი,  წლის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი აქვს შეძენილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები