ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში დნმ -ის  ექსპერტიზის ლაბორატორია გაიხსნება
25 დეკემბერი, 2018, 11:47
საქართველოში დნმ -ის  ექსპერტიზის ლაბორატორია გაიხსნება

თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს)  დნმ ექსპერტიზას დანერგავს.

ახალი ლაბორატორიის მოსაწყობად  შსს -მ 3.5 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა უკვე ითხოვა.

ლაბორატორია 2019 წლის პირველ ნახევარში გაეშვება, რომელიც ევროპის და ამერიკის გენეტიკური სასამართლო ექსპერტიზის წამყვანი ინსტიტუციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, აღჭურვილი იქნება STR ტიპის სტაციონარული ლაბორატორიული სისტემებით.

„ქართული საგამოძიებო უწყებების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ისეთი დნმ ლაბორატორიის ხელმისაწვდომობა, რომელიც ორიენტირებული იქნება დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაზე, ასევე ეფექტური მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ოპერირებაზე”, - ნათქვამია მომზადებულ დოკუმენტებში.

სპეციალური ლაბორატორიული სისტემების, დამხმარე საშუალებების, სახარჯი მასალისა და თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 წლის ივნისის თვისა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები