| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - The Bloomberg Billionaires Index -ით, ქართველი მილიარდერის ქონება 650 მილიონით შემცირდა.
მათ შორის, 22 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში პორტფელი $600 მილიონიან კლებას აჩვენებს.
მიზეზი Bloomberg-ს დაკონკრეტებული არ აქვს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი ძირითადად სხვადასხვა კომპანიის აქციებს ფლობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კომპანიების აქციებზე ფასის ვარდნა მოხდა.
ჯამში, წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება 850 მილიონი დოლარით ანუ 14.7%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ The Bloomberg Billionaires Index -ში უმდიდრესი ადამიანების ქონების შეფასებისას წითელი აღნიშვნები ჭარბობს, რაც ქონების შემცირებაზე მიუთითებს. რეიტინგის TOP -5 ის წევრების ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსის, უორენ ბაფეტის, ბერნანდ არნოლთის და ამანსიო ორტეგას კაპიტალიც შემცირებულია.
რეიტინგი იხილეთ: https://www.bloomberg.com/billionaires/
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss