ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ-მა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა
24 დეკემბერი, 2018, 17:59
სებ-მა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება მიიღო.

რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე.

სებ-ში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პრინციპი ევროდირექტივების[1][2] ერთ-ერთი მოთხოვნაა და ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს.

რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე.

სესხის გამცემი ვალდებული იქნება სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (PTI) და უზრუნველყოფის ღირებულება (LTV) ამ დებულებით დადგენილ ზღვრებს არ აღემატება (ცხრილი 1, 2).

კოეფიციენტები განსხვავებულია ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლების და ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან.

დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიურ წმინდა შემოსავალთან:

ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში

არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის მაქსიმალურ ვადიანობაზე/საკონტრაქტო შენატანების შემთხვევაში

ჰეჯირებული მსესხებლებისათვის მაქსიმალურ ვადიანობაზე/საკონტრაქტო შენატანების შემთხვევაში

1000 -მდე

20% / 25% 

 25%/35% 

1000- 2000

25% /30%   

35%/45% 

2000-4000 

25% / 30%  

45% / 55% 

4000-ზე მეტი

30% / 35% 

50% / 60% 

 

 

ლარში

უცხოურ ვალუტაში

სესხის უზრუნველყოფის  კოეფიციენტი (max)

  

85%  

 

70%

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები