| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი GBC - სთან 2019 წლის ფინანსურ ასპექტებს მიმოიხილავს.
ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული 2019 წელი მშვილდოსნებს ელით.
“მათ ექნებათ ყველანაირი შანსი, ფინანსური, ეკონომიკური და საერთო თვალსაზრისით”, - აღნიშნავს ცაგარელი.
მიხეილ ცაგარელის თქმით, ასევე სარფიანი წელი და ფულის შოვნის შანსი ექნებათ ლომის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, თუმცა, თუკი ისინი თანხის უყაირათო ხარჯვას არ დაანებებენ თავს, არაფრის მომცემი წელი შერჩებათ ხელში.
2019 წელი შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს კუროსთვისაც, რადგან ურანი - მოულოდნელობები შედის მათ ზოდიაქოში და შესაძლოა გაუჩნდეთ ახალი შესაძლებლობები და ახალი პროექტები, რაც წარმატებებს მოუტანთ.
წლის მეორე ნახევრიდან ფინანსური გაუმჯობესების მეტი შანსი ექნებათ ქალწულებს.
არც სასწორებისთვის არ იქნება ცუდი წელი, ყოველ შემთხვევაში, 2018 წელზე უკეთესი წელი იქნება.
ამავე თვალსაზრისით, საფრთხეს უნდა ელოდონ მერწყულები და დაახლოებით მაისიდან თევზები. ექნებათ სირთულეებიც, განსაკუთრებით ბიზნეს პარტნიორებს შორის ღალატის კუთხით.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის წელი მეტნაკლებად ნორმალური იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss